აშშ რუსეთის სავიზო ცენტრებს ხურავს, რუს დიპლომატებს კი საგადასახადო შეღავათებს ართმევს, - ამის შესახებ, ,,ეხო კავკაზას" ინფორმაციით, აშშ-ში რუსეთის ელჩმა, ანატოლი ანტონოვმა განაცხადა.
ელჩის თქმით, რუს დიპლომატებს საგადასახადო შეღავათებიც აღარ ექნებათ. ანატოლი ანტონოვი ამბობს, რომ დაიხურება სავიზო ცენტრის ორივე ფილიალი, ვაშინგტონშიც და ნიუ-იორკშიც.
მისივე თქმით, აშშ-ის ადმინისტრაციას თავისი გადაწყვეტილება არ განუმარტავს.