,,სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, სერგო ჩიხლაძის განცხადებით, „ალდემ“ მიიღო რეზოლუცია, რომელშიც ევროკავშირის ქვეყნების მთავრობებს მოუწოდებს, სანქციები დაუწესდეს ივანიშვილს და მის ოჯახს, „ქართული ოცნების“ ლიდერებს, ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებს.
,,რამდენიმე წუთის წინ, „ალდემ“ მიიღო რეზოლუცია, რომელშიც ის ევროკავშირის ქვეყნების მთავრობებს მოუწოდებს, რომ სანქციები დაუწესდეს ბიძინა ივანიშვილს და მისი ოჯახის წევრებს, „ქართული ოცნების“ ლიდერებს, რომლებიც არიან რუსული კანონის ინიციატორები, ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებს, რომლებიც ძალადობდნენ მშვიდობიან დემონსტრანტებზე.
მიღებულ რეზოლუციაში, განსაკუთრებული აქცენტი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე გაკეთდა, რომ მოხდეს ოქტომბრის არჩევნების მონიტორინგი“, - აღნიშნა ჩიხლაძემ.