პოლიციელები, რომლებიც ძალადობდნენ და ურტყამდნენ მშვიდობიან მოქალაქეებს, აუცილებლად დაისჯებიან, ოღონდ კანონის შესაბამისად, ეს არ არის მუქარა,- ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
ელისაშვილის თქმით, კანონდამრღვევები აუცილებლად დაისჯებიან.
„პოლიციელები, რომლებიც ძალადობდნენ, კანონს არღვევდნენ, ურტყამდნენ მშვიდობიან მოქალაქეებს, აუცილებლად დაისჯებიან, კი, მეც ვამბობ ამას. ოღონდ დაისჯებიან, არა ისე როგორც ახლა, ძალადობრივი აქტების მოწყობით, არამედ კანონის შესაბამისად. ეს არაა მუქარა, ეს ასე მოხდება აუცილებლად, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ. დანაშაულს რომ ჩადიხარ, დანაშაულის გამო პასუხი უნდა აგო. ახლა ხელისუფლება თავზე ხელს უსვამს ამ მოძალადეებს ხომ? „ქართული ოცნება“ ვიღაც ქეციანი ზონდერებისა და ვიღაც მოძალადე პოლიციელების მეშვეობით აწყობს ძალადობრივ აქტებს. ეს ასე არ გაგრძელდება, უცილებლად დაისჯებიან ისინი, ვინც არღვევენ კანონს“, – აღნიშნა ელისაშვილმა.
გუშინ, ოპოზიციონერი დეპუტატმა, გუბაზ სანიკიძემ განაცხადა, რომ „პოლიციელებო, გარჩევა არ იქნება, ოფიცერთა კორპუსი, ზედა და შუა ფენა გაყრილები იქნებით სამსახურებიდან, აუცილებლად დაგსჯით შემდეგი ხელისუფლება“.