საქართველოსა და ჩეხეთს შორის მატჩი ფრედ - 1:1 დასრულდა.
დღევანდელი თამაში საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მიერ ევროპის ჩემპიონატზე გამართული მეორე მატჩია.
საქართველოს ეროვნული ნაკრები 26 ივნისს - პორტუგალიის ნაკრებს დაუპირისპირდება.
პირველი მატჩი, რომელიც ჯვაროსნებმა 18 ივნისს თურქეთის წინააღმდეგ გამართეს, საკმაოდ რთული აღმოჩნდა და კარგი თამაშის მიუხედავად, ქართველების მარცხით დასრულდა.