ევრო 2024 -ზე, A ჯგუფის თამაშები გრძელდება. მორიგი მატჩი შოტლანდიის და შვეიცარიის ნაკრებებმა გამართეს, რომელიც ფრედ,1-1 დასრულდა.
პირველი გოლი მე-13 წუთზე შვეიცარიის კარში, თავად შვეიცარიელმა ფეხბურთელმა, შერმა შეაგდო და ანგარიში 1-0 გახდა. თუმცა მალევე, 26-ე წუთზე, შოტლანდიელთა შეცდომით ისარგებლა შაქირიმ და ანგარიში გაათანაბრა.
რაც შეეხება ჯგუფიდან გამსვლელის ვინაობას, 23 ივნისს, ბოლო ტურში გაირკვევა, როდესაც შოტლანდია უნგრეთს , ხოლო შვეიცარია – გერმანიას დაუპირისპირდება.
ორივე მატჩი 23:00 საათზე დაიწყება.