დაღესტანში შეიარაღებული პირების თავდასხმების შედეგად დაღუპულ სამართალდამცველთა რაოდენობა 15-მდე გაიზარდა. დაღუპულია რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქეც, მათ შორის ერთი სასულიერო პირი.
ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
„დღევანდელი ტერაქტის მსხვერპლი 15-ზე მეტი პოლიციელი გახდა, რომლებიც იარაღით ხელში იცავდნენ დაღესტნის სიმშვიდეს“, - განაცხადა დაღესტნის რესპუბლიკის მეთაურმა, სერგეი მელიკოვმა.
მისივე თქმით, დაღესტანში სიტუაციას სამთავრობო უწყებები და სამართალდამცავები აკონტროლებენ და ოპერატიულ სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები გრელდება. ექვსი თავდამსხმელი ლიკვიდირებულია.
დაღესტანში 24, 25 და 26 ივნისი გლოვის დღედ გამოცხადდა.
თავდასხმა ქალაქ დერბენტში მდებარე ეკლესიასა და სინაგოგაში განხორციელდა, ასევე ქალაქ მახაჩყალაში მდებარე სინაგოგასა და საგზაო პოლიციის განყოფილებაზე.
ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაღესტნის სერგოკალინსკის რაიონის ხელმძღვანელი მაგომედ ომაროვი ქალაქ მახაჩყალასა და დერბენტში განხორციელებულ თავდასხმაში მისი ვაჟების შესაძლო მონაწილეობის გამო დააკავეს და დაკითხვაზე გადაიყვანეს.