ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ელინა ვალტონენი: ღია ვართ იმ ზომების მიმართ, რომლებიც მიმართულია კონკრეტულად საქართველოს მთავრობის და არა ქართველი ხალხის წინააღმდეგ

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელინა ვალტონენმა ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დაწყებამდე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა, სადაც აღნიშნა, რომ განსაკუთრებული ყურადღება საქართველოში არსებულ ვითარებაზე გამახვილდება.

მისი თქმით, ეს იქნება საქართველოს საკითხის პირველი საფუძვლიანი განხილვა საგარეო საქმეთა საბჭოს დონეზე.

მისივე თქმით, რადგან საქართველოს მთავრობა საკუთარი ხალხის ნების წინააღმდეგ დგამს ნაბიჯებს, ევროკავშირი იმსჯელებს იმაზე, თუ რა ზომების მიღებაა შესაძლებელი.

„განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ საქართველოში შექმნილ ვითარებას. ჩვენ ვგმობთ მთავრობის გადაწყვეტილებას, გადადგას ნაბიჯები ევროკავშირში ინტეგრაციის, კანონის უზენაესობის, ღია საზოგადოების და დემოკრატიის საპირისპირო მიმართულებით. ეს იქნება პირველი დისკუსია.

ჩვენი გზავნილი ძალიან ნათელია: მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს დემოკრატიის, დამოუკიდებლობის, კანონის უზენაესობის და ადამიანის უფლებების დაცვისკენ მიმავალ გზაზე, რასაც ისინი იმსახურებენ. მთავრობამ გადადგა ნაბიჯები ხალხის ნების საწინააღმდეგოდ. ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ, როგორ შეიძლება შევეწინააღმდეგოთ მთავრობას და ამავე დროს შევუნარჩუნოთ იმედი ხალხს. მაგალითად შეგვიძლია, გავურთულოთ საქმე ქართველ ოფიციალურ პირებს ევროპაში მოგზაურობის მხრივ. ღია ვართ ისეთი ზომებისთვის, რომლებიც მიმართულია სპეციფიკურად მთავრობის წარმომადგენლების წინააღმდეგ და არა ქართველი ხალხის მიმართ.“,- დასძინა მან.