ვიმსჯელებთ საქართველოში შექმნილ ვითარებაზე. ერთი რამ ნათელია: ევროკავშირში გასაწევრიანებლად საქართველოსთვის კარი ღიაა, თუმცა თუ მთავრობა ამ გზით სიარულს გააგრძელებს და კვლავ გააკეთებს იმას, რასაც აკეთებს, ეს კარი დაიხურება და ამის ფასს ქართველი ხალხი გადაიხდის, - ამის შესახებ ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა.
„ევროპული პერსპექტივა შეიძლება შემცირდეს ან საერთოდ გაუქმდეს. დღეს მინისტრებს წარვუდგენ სხვადასხვა ზომას, რომელიც შეიძლება მივიღოთ მოკლე და საშუალოვადიან პერიოდში, რათა საქართველოში მოვლენები ასე აღარ განვითარდეს“,- აღნიშნა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.