ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ჟოზეფ ბორელი: უკრაინას სჭირდება მეტი დახმარება. იმედი მაქვს, მინისტრები მხარს დაუჭერენ შეთავაზებას, რომელიც ჩვენ გვაქვს

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა  წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე, ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ კორეაში პუტინის ვიზიტის შემდეგ ნათელია, ის ემზადება ხანგრძლივი ომისთვის.

მისივე თქმით, უნდა გაგრძელდეს მუშაობა დიპლომატიურ ფრონტზე, მაგრამ უნდა გაიზარდოს უკრაინის მხარდაჭერაც.

„შვეიცარიაში გამართული მშვიდობიანი სამიტის, და მის პასუხად ჩრდილოეთ კორეაში პუტინის ვიზიტის შემდეგ ნათელია, რომ ის ემზადება ხანგრძლივი ომისთვის. უნდა გავაგრძელოთ მუშაობა დიპლომატიურ ფრონტზე, მაგრამ უნდა გავზარდოთ უკრაინის მხარდაჭერა. გვაქვს გაყინული აქტივებიდან მიღებული შემოსავალი და უნდა მოვძებნოთ მისი გამოყენების გზები. უკრაინას სჭირდება მეტი დახმარება - ახლა, ზაფხულამდე. იმედი მაქვს, მინისტრები მხარს დაუჭერენ შეთავაზებას, რომელიც ჩვენ გვაქვს“,- აღნიშნა ბორელმა.