ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჟოზეფ ბორელი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს, რომ აგრესორს პირობების კარნახი არ შეუძლია.
„რუსეთის მუდმივი აგრესიაუკრაინის წინააღმდეგ მშვიდობისადმი რეალურ ინტერესს არ აჩვენებს. პუტინის მიუღებელი მოთხოვნები მიზნად ისახავს უკრაინაში შეჭრის ლეგიტიმაციას და სამშვიდობო ძალისხმევის შელახვას, მაშინ, როცა რუსეთი ხელახლა იარაღდება და ემზადება ხანგრძლივი ომისთვის. აგრესორს ცეცხლის შეწყვეტის პირობების კარნახი არ შეუძლია“, - წერს ბორელი.
მისიბე თქმით, მშვიდობის პირობები მითითებულია გაერო-ს წესდებაში და გენერალური ასამბლეის რეზოლუციაში „უკრაინაში ყოვლისმომცველი, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის შესახებ“, რომელსაც 141 ქვეყანამ დაუჭირა მხარი.
„მოუთმენლად ველი მშვიდობის სამიტში მონაწილეობას, რომელიც კიდევ ერთხელ დაადასტურებს ამას“,- დაწერა ბორელმა.
გუშინ, რუსეთის პრეზდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები წამოაყენა, რომლის თანახმადაც უკრაინამ ოთხი რეგიონის: დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიისა და ხერსონის ოლქების მთელი ტერიტორიიდან ჯარები უნდა გაიყვანოს და ნატო-ში გაწევრიანების გეგმაზე უარი თქვას.
Russia’s continued aggression against Ukraine shows no real interest in peace.
— Josep Borrell Fontelles (@JosepBorrellF) June 15, 2024
Putin's unacceptable demands aim to legitimise the invasion and undermine peace efforts, while Russia rearms & prepares for a long war.
The aggressor cannot dictate the conditions for ceasefire.
1/2