აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი „ჰამასს“ მოუწოდებს, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მიიღოს.
„გაერო-ს უშიშროების საბჭომ მიიღო ჩვენი რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს „ჰამასს“, ცეცხლის შეწყვეტის და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმებას დათანხმდეს. „ჰამასი“ აცხადებს, რომ მას ცეცხლის შეწყვეტა სურს. ეს გარიგება არის შესაძლებლობა იმის დასამტკიცებლად, რომ ისინი ამას გულისხმობენ“, - წერს ბაიდენი სოციალურ ქსელ X-ში.
გაერო-ს უშიშროების საბჭომ აშშ-ის მიერ შემუშავებული რეზოლუცია მიიღო, რომელიც „ჰამასს” მოუწოდებს, დაეთანხმოს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ წარდგენილ სამ ეტაპიან წინადადებას მძევლების გათავისუფლებისა და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.
The UN Security Council just adopted our resolution calling on Hamas to accept the deal to establish a ceasefire with the release of hostages.
— President Biden (@POTUS) June 10, 2024
Hamas says it wants a ceasefire. This deal is an opportunity to prove they mean it.