სამხრეთ კორეაში, ლითიუმის ბატარეების ქარხანაში ხანძარს სულ მცირე 16 ადამიანი ემსხვერპლა.
შემთხვევა სეულიდან სამხრეთით, ქალაქ ჰვასონგში მოხდა. ცეცხლი 2300 კვადრატულ მეტრ ფართობზე გავრცელდა, მისი ლოკალიზება მხოლოდ 5 საათის შემდეგ მოხერხდა. მთელი ამ დროის განმავლობაში ქარხანაში ლითიუმის ბატარეები ფეთქდებოდა, რაც ხანძრის ჩაქრობას უშლიდა ხელს.
სამხრეთ კორეის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ადგილზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს, მაშველები კიდევ 5 ადამიანს ეძებენ. ოფიციალური პირების თქმით, დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს.
ხანძრის გამოწვევის მიზეზების დასადგენად დაწყებულია გამოძიება.