სახალხო დამცველმა „ვივამედში“ სხვა მსჯავრდებულებთან და ბრალდებულებთან ერთად, მიხეილ სააკაშვილიც მოინახულა. ლევან იოსელიანის თქმით, ყოფილი პრეზიდენტი გაცილებით უკეთ გამოიყურება, ვიდრე წინა ვიზიტების დროს.
„სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ თუ შევადარებთ წინა ვიზიტის დროს ფიზიკურად როგორ დამხვდა მიხეილ სააკაშვილი, იმასთან შედარებით ბევრად უკეთ გამოიყურება. მის პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნებასთან დაკავშირებით არანაირი საუბარი არ ყოფილა, ეს არ არის ჩემი კომპეტენცია და არც კლინიკის. ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მივიღე ინფორმაცია, მაგრამ ამაზე საჯაროდ ვერ ვისაუბრებ“, – განაცხადა იოსელიანმა.