ქედაში ტრაილერისა და მსუბუქი ავტომობილის შეჯახებას მსხვერპლი მოჰყვა. ადგილობრივი მედიის ცნობით, შემთხვევა ბათუმი-ახალციხის მაგისტრალზე, ქედის მონაკვეთში მოხდა.
როგორც თვითმხილველები აცხადებენ, დაღუპულია ერთი ადამიანი.
ადგილზე შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული. სამართალდამცავებმა ფაქტზე გამოძიება დაიწყეს.