დღეს ევროკავშირი უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებებს ოფიციალურად დაიწყებს. გაწევრიანების მოლაპარაკებები ამ ქვეყნებთან ევროკავშირის მთავრობათაშორისი კონფერენციებით გაიხსნება, რომელიც დღეს ლუქსემბურგში გაიმართება.
შეხვედრებზე ევროკავშირი ორივე ქვეყანას წარუდგენს რეფორმებისა და კანონების ჩარჩოს, რომელიც კიევმა და კიშინიოვმა ევროკავშირში გასაწევრიანებლად უნდა გაატარონ.
უკრაინის საკითხზე შეხვედრა 25 ივნისს, ადგილობრივი დროით, 15:30 საათზე, მოლდოვის საკითხზე კი 18:00 საათზე დაიწყება.