უბედური შემთხვევა ვალეში - საკანალიზაციო ჭაში მუშა გარდაიცვალა. TV24-ის ინფორმაციით, ის გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდა, რა დროსაც ცუდად გახდა და ადგილზევე დაიღუპა.
ცხედრის ამოსაყვანად ჩასული მეორე მუშა კი შეუძლოდ გახდა, გონება დაკრგა და ის სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა.
წინასწარი ინფორმაციით, მიზეზი გაურკვეველი ნივთიერებით ინტოქსიკაციაა და ამას TV24-ს კლინიკის ადმინისტრაცია უდასტურებს. თუმცა წყალმომარაგების კომპანია პასუხისმგებლობას იხსნის და გარდაცვლილთან ერთად, დაშვებულის შესახებაც ურთიერთგამომრიცხავ ვერსიებს ავრცელებს.
ცხედარს უკვე ჩაუტარდა ექსპერტიზა.