ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მიზანშეწონილად მიიჩნევს, ქართველი ოფიციალური პირებისთვის, რომლებიც დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებით სარგებლობენ, შენგენის ზონაში სავიზო რეჟიმი ამოქმედდეს.
მარგუს ცაჰკნას თქმით, საქართველოს ხელისუფლება ქვეყანას ევროკავშირის გაწევრიანების გზიდან აშორებს.
„ევროკავშირმა უფრო მტკიცე ზომები უნდა მიიღოს. სულ მცირე, დაუყოვნებლივ უნდა შევწყვიტოთ სამთავრობო პროექტების დაფინანსება და გავზაროდით სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა. ჩვენ მხარს ვუჭერთ ზომებს, რომელიც ევროკომისიამ და საგარეო ქმედებათა სამსახურმა წარმოადგინეს. გარდა ამისა, უნდა აღვადგინოთ შენგენის ვიზები დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის, ასევე დავუწესოთ სანქციები მათ, ვინც ადამიანის უფლებებს არღვევს“, - აღნიშნა ცაჰკნამ ევროკავშირის საგარეო საბჭოზე.