ღაზაზე ისრაელის ავიაიერიშს „ჰამასის“ ლიდერის ოჯახის რამდენიმე წევრი ემსხვერპლა. მედიის ცნობით, დაიღუპა სულ მცირე 10 ადამიანი, მათ შორისაა „ჰამასის“ ლიდერის ისმაილ ჰანიეს დაც.
ინფორმაცია დაადასტურეს „ჰამასშიც“. მათი განცხადებით, მომხდარზე პასუხისმგებლობა აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს ეკისრება.
„ცაჰალის“ ცნობით, იერიში სადაზვერვო მონაცემებზე დაყრდნობით განხორციელდა, ხოლო მშვიდობიან მოსახლეობას შორის მსხვერპლი გამოწვეულია იმით, რომ „ჰამასი“ გამუდმებით არღვევს საერთაშორისო სამართალს და მშვიდობიან მოსახლეობას ცოცხალ ფარად იყენებს.
10 აპრილს, ისრაელის ავიაიერიშის შედეგად, ისმაილ ჰანიეს სამი ვაჟი დაიღუპა.