ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ანდრიუს კალინდრა: წარსულში საქართველო, უკრაინა და მოლდოვა იყო ასოცირებული ტრიო, თუმცა ახლა არ ვიცი, შეიძლება თუ არა მას ასე ვუწოდოთ

საქართველოში ლიეტუვის ელჩის, ანდრიუს კალინდრას განცხადებით, მოლდოვა და უკრაინა უკვე დადგნენ ეევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გზაზე, მაგრამ, სამწუხაროდ, საქართველოდ მათ გევრდით არაა.

მისივე თქმით, წარსულში საქართველო, უკრაინა და მოლდოვა იყო ასოცირებული ტრიო, მაგრამ ახლა მას ასე ვეღარ უწოდებ.

„გვესმის განხილვა იმის შესახებ, თუ რას ნიშნავდა ის განცხადებები, რაც გუშინ გაკეთდა. გარკვეულწილად პოლიტიკოსებისა და მინისტრების მიერ გაკეთებული განცხადებები შემდგომი ქმედებების თავიდან აცილების მიზნით გაკეთდა. სამწუხაროდ, განცხადებები იმის შესახებ, რომ თუ საქართველოს სურს ევროინტეგრაციის გზის გაგრძელება, რამე უნდა შეიცვალოს, იგნორირებული იყო, ამიტომ, ევროკავშირი იძულებული გახდა, ქმედებაზე გადასულიყო. რა თქმა უნდა, ეს ძალიან ცუდია საქართველოსთვის. როგორც იცით, მოლდოვა და უკრაინა უკვე დადგნენ მოლაპარაკებების გზაზე. საქართველო სამწუხაროდ, არა. წარსულში საქართველო, უკრაინა და მოლდოვა იყო ასოცირებული ტრიო, თუმცა ახლა არ ვიცი, შეიძლება თუ არა მას ასე ვუწოდოთ.

საქართველოს საკითხი, სამწუხაროდ, განხილული იყო არა იმ პერსპექტივიდან, რომ დაჩქარდეს დაახლოება ევროკავშირთან, არამედ იმ კუთხით, რომ მოხდეს რისკების პრევენცია. სწორედ ამას განიხილავენ ამ კვირაში ევროკავშირის ლიდერები. როცა ვსაუბრობთ საქართველოს მომავალზე ევროკავშირში, რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა შევქმნათ პოზიტიური დღის წესრიგი. ევროკავშირი სტრატეგიულ მოთმინებას იჩენდა დიდი ხნის განმავლობაში, მაგრამ ახლა იმ ეტაპზე ვართ, როცა ჩვენ, ელჩები საქართველოს რეპუტაციის აღდგენას ვცდილობთ, რაც ძალიან რთულია. ნდობის და პოლიტიკური დიალოგის ხელშეწყობა არ არის მარტივი და ამას დიდი დრო დასჭირდება.“,- განაცხადა კალინდრამ.