რუსეთის ვიცე-პრეზიდენტის, ალექსეი ოვერჩუკის განცხადებით, საქართველო სულ უფრო მეტად „აცნობიერებს", რომ არ სურს რუსეთისთვის საფრთხის პლაცდარმად გამოიყენონ.
მისივე თქმით, ეს დადებითად აისახება რუსეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირზე.
„თუ შევხედავთ საქართველოს... სულ უფრო მეტად აცნობიერებენ საკუთარ თავს სუვერენულ სახელმწიფოდ, რომელიც ცდილობს მშვიდობიანად იცხოვროს მეზობლებთან. მათ ესმით, რომ არ სურთ, გამოიყენონ, როგორც პლაცდარმი რუსეთის ფედერაციისთვის საფრთხის პროექციისთვის", - განაცხადა ოვერჩუკმა.
მან ასევე დაამატა, რომ ამ ტენდენციას „კარგი გამოხმაურება აქვს" მოსკოვსა და თბილისს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ზრდის სახით, კერძოდ, ტურიზმის სფეროში.
მისი თქმით, ეს არის ის, რისკენაც ორივე მხარე მიიწევს.