მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ სოციალურ ქსელში მოლდოვას და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას ეხმიანება და წერს, რომ მათი მომავალი ევროპულ ოჯახშია.
„დღეს, მოლდოვა და უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებს ოფიციალურად იწყებენ. ჩვენი მომავალი ევროპულ ოჯახშია. ჩვენ ერთად უფრო ძლიერები ვართ“, - წერს მაია სანდუ.
მოლდოვის პრეზიდენტმა ევროპარლამენტის, ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტებსა და ევროკავშირის საბჭოში ბელგიის თავმჯდომარეობას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
Today, Moldova and Ukraine officially start EU accession negotiations. Our future is within the European family.
— Maia Sandu (@sandumaiamd) June 25, 2024
We are deeply grateful for the unwavering support from @vonderleyen, @CharlesMichel, @EP_President Metsola, and the @EU2024BE.
We are stronger together.