პარტია “ლელოს” ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ისინი ყველა პოლიტიკურ ძალასთან ითანამშრომლებენ, რათა საქართველო „რუსული ხელისუფლების მმართველობიდან ჩამოაშორონ”.
მისივე თქმით, „ლელოს“ პოზიცია არჩევნებში ერთიანი სიით მონაწილეობასთან დაკავშირებით ყველასთვის ცნობილია.
„ლელოს” პოზიცია ერთიან სიასთან დაკავშირებით ცნობილია. ეს თემა დასრულებულია. ნებისმიერი თანამშრომლობა, პარტნიორობა იმისათვის, რომ რუსული ხელისუფლება ჩამოვაშოროთ, ჩვენთვის არის მისასალმებელი, მისაღები. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ყველა ძალასთან, ვინც საქართველოს რუსულ ხელისუფლებას ჩამოაშორებს, ვითანამშრომლოთ”, - განაცხადა ხაზარაძემ.