ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ვილი სანიოლი: ეს არ არის პოლიტიკის ნაწილი, გადაწყვეტილებას მხოლოდ მე ვიღებ!

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა მნიშვნელოვან და ისტორიულ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა და იმ ბრალდებებსაც უპასუხა, რომელიც მისი მისამართით ისმის.

როგორც სანიოლი აბობს, გადაწყვეტილებებს თავად იღებს და ეს არ არის ეს პოლიტიკის საკითხი.

„არ მგონია, აქ იმისთვის ვიყოთ, რომ განვლილ მატჩებზე ვისაუბროთ, რადგან ამ შეხვედრებზე უკვე ვისაუბრეთ, ახლა პორტუგალიასთან თამაშზე უნდა ვილაპარაკოთ. რაც შეეხება ბუდუ ზივზივაძეს, გვაქვს რამდენიმე არჩევანი, ჯერჯერობით, არ არის გადაწყვეტილი ვინ ითამაშებს, გადაწყვეტილებებს მხოლოდ საფეხბურთო ფაქტორებიდან გამომდინარე ვიღებ.

ბუდუ გუნდის წევრია, თურქეთთან ბოლოს შევიყვანე. არ არის ეს პოლიტიკის საკითხი, მინდა, სათანადო გადაწყვეტილებები მხოლოდ საფეხბურთო ფაქტებიდან გამოვიტანო. 

6-7 თვის წინ, როცა მიქაუტაძე სათადარიგო სკამზე დავსვი და ზივზივაძეს ვათამაშებდი, მაკრიტიკებდნენ, ახლა კი, ყველაფერი პირიქით ხდება. არჩევანი ხდება მხოლოდ საფეხბურთო კუთხით და შემადგენლობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მხოლოდ მე ვიღებ!“, - განაცხადა სანიოლმა.

საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებების შეხვედრა 26 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.