ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

აშშ-ის სასამართლომ ჯულიან ასანჟი გაათავისუფლა

ჯულიან ასანჟი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა. „ვიკილიქსის“ დამფუძნებელმა აშშ-ის ხელისუფლებასთან მანამდე გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში, ბრალი აღიარა. ამის შესახებ BBC წერს.

სხდომა ჩრდილოეთ მარიანას კუნძულებზე გაიმართა. გავრცელებული ინფორმაციით, ჟურნალისტი სამშობლოში - ავსტრალიაში დაბრუნდება.

ასანჟის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა 2010 წელს დაიწყო, როდესაც „ვიკილიქსმა“ დიდი რაოდენობით კონფიდენციალური სამხედრო დოკუმენტები გამოაქვეყნა, რომლებიც ავღანეთისა და ერაყის ომს ეხებოდა.

ასანჟი 7 წელი ლონდონში, ეკვადორის საელჩოს აფარებდა თავს, 2019 წელს კი ის ბრიტანულმა პოლიციამ დააკავა. იმავე წელს აშშ-მა ასანჟის ექსტრადირება მოითხოვა. ასანჟმა ბოლო 5 წელი ბრიტანეთის ციხეში გაატარა.