აშშ-ისა და რუსეთის თავდაცვის მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ამის შესახებ პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, პატრიკ რაიდერმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, საუბრის ინიციატორი ლოიდ ოსტინი იყო და 2023 წლის მარტში, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ეს მისი პირველი საუბარია რუს კოლეგასთან.
„სატელეფონო საუბრისას, თავდაცვის მდივანმა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომის ფონზე კომუნიკაციის ხაზების შენარჩუნების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი“, - აღნიშნა რაიდერმა.