ევროპის საბჭოს გენერალურ მდივნად, 5 წლის ვადით, შვეიცარიის ყოფილი პრეზიდენტი, ალან ბერსე აირჩიეს. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.
არჩევნების მეორე ტურში, ბერსემ ხმების უმრავლესობა – 114 ხმა მიიღო. ევროპის საბჭოს გენერალურ მდივნის პოსტზე სხვა კანდიდატები იყვნენ ესტონელი ინდრეკ საარი და ბელგიელი დიდიე რეინდერსი.
ალან ბერსე ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის პოსტზე მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩს შეცვლის. ის თავის საქმიანობას 18 სექტემბრიდან შეუდგება.