ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

დაუშვილი ერთიანობის დეკლარაციაზე: არ ვუერთდებით, რადგან ამ დეკლარაციაში ჩვენი ყოფნა არანაირ შინაარსს არ ატარებს

პარტია ,,საქართველოსთვის” წევრი მიხეილ დაუშვილი ოპოზიციური პარტიების ნაწილის მიერ ერთიანობის დეკლარაციაზე ხელის მოწერას ეხმიანება.

მისი თქმით, აღნიშნულ დეკლარაციას ისინი არ უერთდებიან, რადგან დეკლარაციაში მათი ყოფნა არანაირ შინაარსს არ ატარებს.

„გუშინ რაღაც ქარტიას აწერდი ხელს, დღეს გამოდიხარ და დეკლარაციას იღებ, ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში კითხვებს აჩენს, რომელი რა მიზანს ემსახურება. ჩვენ იმიტომ არ ვუერთდებით რომ მაგ დეკლარაციაში ჩვენი ყოფნა არანაირ შინაარსს არ ატარებს”, - აღნიშნა დაუშვილმა.

ექვსმა ოპოზიციურმა პარტიამ გუშინ ერთიანობის დეკლარაციას მოაწერა ხელი. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ერთიანობის დეკლარაციაზე ხელმოწერა გულისხმობს ერთიანობას, როგორც არჩევნებამდე, ისე არჩევნების შემდგომ.