ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

სააკაშვილი: მხარს ვუჭერ ერთიან დეკლარაციას, რომელზეც შეთანხმდნენ ოპოზიციური პარტიები ბრიუსელში - ყველაფერი გამოგვივა

მხარს ვუჭერ ერთიან დეკლარაციას, რომელზეც შეთანხმდნენ ოპოზიციური პარტიები ბრიუსელში. ნუ შეგვეშინდება პროვოკაციების, ძალადობის. ჩვენ ყველაფერი გამოგვივა, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა 7 ნოემბრის საქმის სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მისივე თქმით, მაქსიმალურად ფართო კოალიცია უნდა შეიქმნას.

„ჩვენ უნდა შევქმნათ ერთიანი, დიდი კოალიცია, რაც შესაძლებელია მაქსიმალურად ფართო. მხარს ვუჭერ ერთიან დეკლარაციას, რომელზეც შეთანხმდნენ ოპოზიციური პარტიები ბრიუსელში და მხარს ვუჭერ წინსვლას ევროპისკენ. ნუ შეგვეშინდება პროვოკაციების, ძალადობის. ჩვენ ყველაფერი გამოგვივა. გავიმარჯვებთ სახელოვნად“,- აღნიშნა სააკაშვილმა.

ექვსმა ოპოზიციურმა პარტიამ გუშინ ერთიანობის დეკლარაციას მოაწერა ხელი. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ერთიანობის დეკლარაციაზე ხელმოწერა გულისხმობს ერთიანობას, როგორც არჩევნებამდე, ისე არჩევნების შემდგომ.