ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

რუსეთში Wall Street Jourjnal-ის ჟურნალისტის სასამართლო პროცესი დაიწყო

რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში Wall Street Jourjnal-ის ჟურნალისტის, ევან გერშკოვიჩის სასამართლო პროცესი დაიწყო, რომელიც დახურულ კარს მიღმა იმართება.

მედიის ცნობით, სასამართლო დარბაზში პროცესს მხოლოდ მოსამართლე, პროკურორი, გერშკოვიჩი და მისი ადვოკატები დაესწრებიან.

32 წლის ამერიკელი ჟურნალისტი ევან გერშკოვიჩი მოსკოვში 2023 წლის მარტში ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

გერშკოვიჩი თავს დამნაშავედ არ ცნობს და ამტკიცებს, რომ რუსეთში ჟურნალისტური საქმიანობით იყო დაკავებული. თავის მხრივ, Wall Street Journal-ი ასევე კატეგორიულად უარყოფს თავისი თანამშრომლის მიმართ ბრალდებებს.