ნატო-ს გენერალურ მდივნად დანიშვნა დიდი პატივია, - ამის შესახებ სოციალურ ქსელ X-ში ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე წერს, რომელიც დღეს ნატო-ს ახალ გენერალურ მდივნად დაინიშნა.
„ალიანსი არის და დარჩება ჩვენი კოლექტიური უსაფრთხოების ქვაკუთხედი. ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელობა პასუხისმგებლობაა, რომელსაც მსუბუქად არ მივიჩნევ. ნდობის გამოცხადებისთვის ყველა მოკავშირის მადლობელი ვარ. მოუთმენლად ველოდები დიდი ენთუზიაზმით ოქტომბერში თანამდებობის დაკავებას, როგორც იენს სტოლტენბერგის მემკვიდრე, რომელიც ნატო-ს უწევდა გამორჩეულ ლიდერობას ბოლო 10 წლის განმავლობაში და რომლითაც მე ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი“, – წერს მარკ რუტე.
მარკ რუტე უფლებამოსილების შესრულებას 1-ლი ოქტომბრიდან შეუდგება.
It is a tremendous honour to be appointed Secretary-General of NATO. The Alliance is and will remain the cornerstone of our collective security. Leading this organisation is a responsibility I do not take lightly. I’m grateful to all the Allies for placing their trust in me. I…
— Mark Rutte (@MinPres) June 26, 2024