რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას თქმით, რუსეთი საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთოების აღდგენისთვის მზადაა და თბილისის ნებისმიერ წამოწყებას ამ მიმართულებით მხარს დაუჭერს.
„ჩვენ კვლავ გვჯერა, რომ ეს (ურთიერთობების ნორმალიზაცია) აკმაყოფილებს ჩვენი ხალხის ინტერესებს. მხარს ვუჭერთ ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც მხარს უჭერს რუსულ-ქართული ურთიერთობების ნორმალიზებას“, - განაცხადა ხაზაროვამ ბრიგინზე.
მანამდე, დაახლოებით ორი კვირის წინ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განუცხადა ჟურნალისტებს რომ. რუსული უწყება გაანალიზებს ქართული პარტიის, „სოლიდარობა მშვიდობის სახელით“, მიმართვას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისადმი, ქვეყნებს შორის სავიზო რეჟიმის სრულად გაუქმებისა და დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის თხოვნით.
მანამდე საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის იმედი გამოთქვა პარტია „საქართველოს სოლიდარობა მშვიდობისთვის“ თავმჯდომარემ, მიხეილ ჟღენტმა, ხოლო ოპოზიციური ქართული ტელეკომპანია „მთავარი არხი“ წყაროზე დაყრდნობით აცხადებდა, რომ მოსკოვი და თბილისი აქტიურად მუშაობენ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენასა და მოსკოვში საქართველოს საელჩოს გახსნაზე.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სააგენტო РИА Новости-ს უპასუხა, რომ „ვერ ხედავს აზრს, კომენტარი გააკეთოს ოპოზიციური რესურსების მიერ ტირაჟირებულ მიზანმიმართულად გავრცელებულ ცრუ ინფორმაციაზე“.