საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ალან ბერსეს ევროპის საბჭოს გენერალურ მდივნად არჩევას ულოცავს.
როგორც ზურაბიშვილი X-ზე წერს, ამ კრიტიკულად მნიშვნელოვან დროს მისი ლიდერობა გადამწყვეტი იქნება.
„ვულოცავ ალან ბერსეს ევროპის საბჭოს ახალ გენერალურ მდივნად არჩევას! წარმატებებს გისურვებთ თქვენს ახალ ამპლუაში, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების დაცვასა და მთელ ევროპაში დემოკრატიის ხელშეწყობაში. ამ კრიტიკულად მნიშვნელოვან დროს თქვენი ლიდერობა გადამწყვეტი იქნება. ქალბატონო ბურიჩ, გმადლობთ თქვენი გამორჩეული ლიდერობისა და ერთგულებისთვის!“,- წერს ზურაბიშვილი.
Congratulations @alain_berset on being elected as the new @coe Secretary General!
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) June 26, 2024
I wish you great success in your new role, championing the rule of law, protecting human rights, and promoting democracy across Europe. Your leadership will be crucial in these vital times
1/2 🧵