უკრაინის ნაკრებისთვის ევრო 2024 დასრულდა. ნაკრებმა ბელგიასთან ფრე ითამაშა, რის შემდეგაც ჯგუფში მეოთხე ადგილი დაიკავა და ჩემპიონატს გამოეთიშა..
უკრაინის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მატჩს ბელგიასთან უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა და ყველა ფეხბურთელს მადლობა გადაუხადა.
„ძლიერი ერი ის არის, რომელიც ინარჩუნებს ერთიანობას და ერთმანეთს უჭერს მხარს ყველა დროს, მარცხების დროსაც და გამარჯვებების დროსაც.
დღეს მადლობას ვუხდით ფეხბურთში უკრაინის ეროვნულ ნაკრებს.
გულდამწყვეტი შედეგის მიუხედავად, თქვენ ჩვენი ქვეყნისთვის იბრძოდით.
ჩვენი დიდი გამარჯვებები ჯერ კიდევ წინ არის! უკრაინის გამარჯვება.
მანამდე კი დარტყმას ვუძლებთ, ვდგებით, რათა წინსვლა გავაგრძელოთ, რათა მომავალში უფრო ძლიერები გავხდეთ!
დიდება უკრაინას!”, - წერს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.