უეფა-მ საქართველოსა და პორტუგალიის მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ხვიჩა კვარაცხელია დაასახელა, საერთაშორისო ანალიტიკურმა პორტალმა, Sofascore-მა კი მისი თამაში 7.9 ქულით შეაფასა.
ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩში საქართველომ პორტუგალიის ნაკრები 2:0 დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა. ფლეი-ოფში ჯვაროსნები ესპანეთს დაუპირისპირდებიან.