ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩში საქართველომ პორტუგალიის ნაკრები 2:0 დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა.
ამ შედეგით საქართველოს ნაკრებმა 4 ქულა მოიპოვა.
მატჩის პირველი გოლი, შეხვედრის დაწყებიდან მეორე წუთზე, ხვიჩა კვარაცხელიამ, ხოლო მეორე გოლი, მეორე ტაიმში პენალტით გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა.