ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

სლოვენიის ნაკრებმა სერბეთთან 1-1 ითამაშა

ევრო 2024-ზე, ჯგუფური ეტაპის მეორე ტური გადამწყვეტ ფაზაში შედის. C ჯგუფში სლოვენიის ნაკრებმა სერბეთთან 1-1 ითამაშა.

სლოვენიამ ამ გამარჯვებით 2 ქულა დააგროვა, ხოლო სერბეთს ერთი ქულა აქვს.

პირველი გოლი 69-ე წუთზე სლოვენიის ეროვნული გუნდის მარჯვენა მცველმა, ჟან კარნიჩნიკმა გაიტანა. დამატებით დროში სერბეთმა მატჩის გადარჩენა შეძლო და 96-ე წუთზე ლუკა იოვიჩის გოლით ანგარიში გაათანაბრა.

ბოლო ტურში სლოვენია ინგლისს დაუპირისპირდება, ხოლო სერბეთი – დანიას.