ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ქადაგიშვილი ევროპული საბჭოს სამიტზე: ისევ ის განცხადებები იქნება, რაც ადრე მოვისმინეთ

იქნება ისევ ის განცხადებები, რაც ჩვენ ადრე მოვისმინეთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ევროპული საბჭოს სამიტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოსთან მიმართებით სანქციების თემა ურთულესია. ამასთან, ქადაგიშვილი ამბობს, რომ არჩევნებში ,,ქართული ოცნების" გამარჯვება სპეკულაციებს დაასრულებს.

„სანქციების თემა ურთულესი არის საქართველოსთან მიმართებით ერთი ძალიან მარტივი მიზეზის გამო - ყველა ობიექტური მონაცემით, მათ შორის, ასოცირების ხელშეკრულების შესრულების კუთხით, რეკომენდაციების შესრულების კუთხით, ყველა რეიტინგით, რითაც კი ქვეყნის წარმატება იზომება, საქართველო არის ლიდერი ქვეყანა. ეს პოლიტიკური მიზნები, რაც ჩვენ ამ ხნის განმავლობაში საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების გზაზე ვიხილეთ, ჯერჯერობით რჩება. არჩევნებამდე ალბათ, ასე გაგრძელდება. არჩევნებში საქართველოს, ანუ ,,ქართული ოცნების" გამარჯვება დაასრულებს ამ სპეკულაციებს", - განაცხადა ქადაგიშვილმა.