ბრავო! ვულოცავთ საქართველოს ნაკრებს არაჩვეულებრივ თამაშს ევრო 2024-ზე და მერვედფინალის ისტორიული საგზურის მოპოვებას!, - ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის საელჩო სოციალურ ქსელში წერს.
საელჩო წერს, რომ ქართული ფეხბურთი იმსახურებს ადგილს გრანდებს შორის.
,,ბედნიერები ვართ, რომ ეს ლამაზი ევროპული თავგადასავალი გრძელდება ქართველი მოთამაშეებისა და გულშემატკივრებისთვის. ქართული ფეხბურთი იმსახურებს ადგილს გრანდებს შორის!",- წერს საელჩო.
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა პორტუგალია 2-0 დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა. საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებების შეხვედრა 30 ივნისს კიოლნში ჩატარდება.