დღეს მესამედ მომიწყვეს ჩასაფრება სახლთან, - ამის შესახებ „გირჩი - მეტი თავისუფლებას“ ლიდერი ზურა ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ისინი ორ ავტომობილში 6 ადამიანი იმყოფებოდა და პატრული მხოლოდ მას შემდეგ გამოცხადდა ადგილზე, რაც ისინი წასულები იყვნენ.
„2 მანქანით იყვნენ, ჯამში 6 ადამიანი, ამჯერად პირბადეების გარეშე, ერთ მანქანაში ელაგათ ხელკეტები (დავინახე, გვერდით ჩამიარეს გაქცევისას). მეზობლებმა შენიშნეს, მათვე დარეკეს 112-ში, მე მხოლოდ გაქცევის ნახვა მოვასწარი. პატრული ცხადია მოვიდა მას მერე, რაც უკვე წასულები იყვნენ, ახლა გომელაურს ვუსმენ, პარლამენტის პიკეტირებაზე ლაპარაკობს, კანონის უზენაესობის დაცვა პრინციპული საკითხია და მკაცრად დავსჯით ყველასო“, - წერს ჯაფარიძე.