საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი პორტუგალიასთან ისტორიულ გამარჯვებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
,,დაუვიწყარი ღამე რომელიც ყველა ქართველს სამუდამოდ ემახსოვრება. გილოცავთ, ჩვენ ისტორიის კიდევ ერთი ფურცელი დავწერეთ. შევინარჩუნოთ ეს ერთიანობა და ერთად გავაგრძელოთ ისტორიის წერა!'',- წერს მამარდაშვილი.
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა პორტუგალია 2-0 დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა. საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებების შეხვედრა 30 ივნისს კიოლნში ჩატარდება.