ჩემს ქვეყანას და ჩემს ხალხს ვულოცავ ამ დიდ გამარჯვებას, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრი, გიორგი ჩაკვეტაძე Instagram-ზე წერს.
მისივე თქმით, ისტორიის წერა გრძელდება.
,,საოცრად ამაყი და ბედნიერი ვარ, როდესაც ვხედავ ამდენ ბედნიერ ადამიანს, თქვენ ეს დაიმსახურეთ. ისტორიის წერას ვაგრძელებთ! ჩვენ აქ ვართ და შევხვდებით მერვედფინალში", - წერს ჩაკვეტაძე.
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა პორტუგალია 2-0 დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა. საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებების შეხვედრა 30 ივნისს კიოლნში ჩატარდება.