საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელი, გიორგი ქოჩორაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ გზას, რომელიც საკმაოდ რთულია, მსოფლიოში საუკეთესო, ქართველი გულშემატკივარი უმარტივებთ.
ის მადლობას უხდის ყველას და ამბობს, რომ ქართველმა ხალხმა ეს სიხარული დაიმსახურა.
„ისტორია, რომელიც ყველამ ერთად დავწერეთ და კვლავაც ვაგრძელებთ ამ გზაზე სიარულს. გზას, რომელიც საკმაოდ რთულია, მსოფლიოში საუკეთესო, ქართველი გულშემატკივარი გვიმარტივებს.
ქართველმა ხალხმა ეს სიხარული დაიმსახურა. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის.
შევხვდებით კიოლნში“,- წერს ქოჩორაშვილი.
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა პორტუგალია 2-0 დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა. საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებების შეხვედრა 30 ივნისს კიოლნში ჩატარდება.