ჯო ბაიდენი და დონალდ ტრამპი პირველი საპრეზიდენტო დებატებისთვის ემზადებიან, რომელი ქალაქ ატლანტაში, თბილისის დროით, 05:00 საათზე „სიენენის“ ეთერში გაიმართება.
პოლიტიკური მიმომხილველების აზრით, ორივე კანდიდატისთვის პირველი დებატები შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს. თუ ბაიდენი დებატებზე წარუმატებლად წარდგება, დემოკრატებმა შესაძლოა ის სხვა კანდიდატით ჩაანაცვლონ.
რაც შეეხება ტრამპს, დებატებიდან ორ კვირაში სასამართლო გამოიტანს განაჩენს მის წინააღმდეგ არსებულ ერთ-ერთ საქმეზე, რომელიც ბიზნესდოკუმენტაციის გაყალბებას ეხება.
დებატების მთავარ ინტრიგას 78 წლის ტრამპისა და 81 წლის ბაიდენის ფიზიკური ფორმა წარმოადგენს. ამერიკელი ამომრჩევლები ფიქრობენ, რომ ბაიდენის წინასაარჩევნო კამპანიის ყველაზე სუსტი წერტილი სწორედ მისი ასაკია.
კიდევ ერთი დებატები 10 სექტემბერს ტელეარხ ABC-ის ეთერში გაიმართება.