ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ბაიდენი და ტრამპი დებატების წესებზე შეთანხმდნენ

თეთრი სახლის ლიდერი ჯო ბაიდენი და საპრეზიდენტო არჩევნებზე `„რესპუბლიკური პარტიის“ კანდიდატი დონალდ ტრამპი დებატების წესებზე შეთანხმდნენ.

ტრამპისა და ბაიდენის დებატები 27 ივნისს გაიმართება. კანდიდატები შეთანხმდნენ, რომ დებატების განმავლობაში, როდესაც ერთი მათგანი ილაპარაკებს, მეორეს მიკროფონი გამორთული იქნება.

დებატების მონაწილეებს არ ექნებათ საშუალება, თან იქონიონ წინასწარ დაწერილი ტექსტი. დებატების დაწყებამდე მათ გადაეცემათ კალამი, ფურცელი და წყალი. ასევე, როგორც ცნობილია, წელს პირველად, დებატებს არ ეყოლება აუდიტორია, ტრანსლაცია კი „სიენენის“ ეთერით მოხდება.