ჩინეთის საელჩო საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე პორტუგალიასთან მატჩში გამარჯვებას და ისტორიულ შედეგს ულოცავს.
ამის შესახებ ჩინეთის საელჩო სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ ასეთ შედეგზე ჩინეთი 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობის დროს ოცნებობდა.
„გილოცავთ ისტორიულ მიღწევას. ერთი გოლი, ერთი ფრე და ერთი გამარჯვება, ჩინეთის ნაკრები ასევე ოცნებობდა ამაზე, როდესაც 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობდა, თუმცა… თქვენ ეს შეძელით! გააგრძელეთ ბრძოლა!“, – ნათქვამია ჩინეთის საელჩოს განცხადებაში.
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში, პორტუგალიასთან 2:0 მოიგო და ევროპის ჩემპიონატზე მერვედფინალში გავიდა.