ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

საკრებულოს თავმჯდომარე ზუგდიდის მერს: მოგიწოდებთ, შეწყვიტოთ საკრებულოს საბოტაჟი

საკრებულოს მორიგი სხდომა კვორუმის არ არსებობის გამო 21-ედ ჩაიშალა, რის შემდეგაც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიგა ფარულავამ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერს და „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარეს მამუკა წოწერიას, წერილით მიმართა.

„მოგიწოდებთ, როგორც „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, აიღოთ პასუხისმგებლობა თქვენ მიერ წამოწყებულ ინიციატივაზე. უზრუნველყოთ, საკრებულოს სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წევრების დასწრება. შეწყვიტოთ საკრებულოს საბოტაჟი, რაც საფრთხეს უქმნის ზუგდიდის მუნიციპალიტეტში როგორც მერიის, ასევე საკრებულოს ფუნქციონირებას და მოქალაქეების ინტერესებს“,- წერს მიმართვაში საკრებულოს თავმჯდომარე, გიგა ფარულავა.

ზუგდიდის საკრებულო პარალიზებულია, შესაბამისად მუნიციპალიტეტისთვის საჭირო  მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა  ვერ მიმდინარეობს. მიზეზი ფრაქცია ქართული ოცნების დეპუტატების სხდომაზე არ დასწრებაა. 

დღის წესრიგშია მმართველი პარტიის  მიერ ინიცირებული საკითხის განხილვა - თანამდებობის პირთა, მათ შორის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი, რისთვისაც ქართულ ოცნებას  ხმების რაოდენობა არ ჰყოფნის.

ამასობაში კი მოსახლეობა არსებულ  პრობლემებზე საუბრობს, რომელიც მუნიციპალიტეტში მრავლად დაგროვდა, მათ შორის არის ანაკლია- განმუხურის საკითხიც, სადაც, ფაქტობრივად, საზღვაო სეზონი ჩავარდა, რადგან არ არსებობს შესაბამისი ინფრასტრუქტურა, ადგილობრივებს კი მცირე ბიზნესის წარმოების საშუალება არ ეძლევა.

მუნიციპალიტეტში არსებულ პრობლემებზე პარტია „ახალში" ისაუბრეს. პარტიის წევრებმა ბრიფინგი განმუხურის განადგურებულ ამფითეატრთან გამართეს.

უკვე 2 თვეზე მეტია ზუგდიდის საკრებულო პარალიზებულია და სხდომები არ ტარდება. 10 აპრილს ოცნებამ და ხალხის ძალამ დააინიცირეს საკითხი საკრებულოს თავმჯდომარის,მისი მოადგილეების და კომისიის თავმჯდომარეების გადაყენების შესახებ. გადაწყვეტილების მისაღებად, 45 მანდატიან საკრებულოში, სულ ცოტა, 23 ხმაა საჭირო, თუმცა, "ქართულ ოცნებას" მხოლოდ 20 წარმომადგენელი ჰყავს.



ავტორი: თეა შონია