კვარიათში, მაშველებმა ზღვაში დაკარგული მეორე ადამიანის ცხედარიც იპოვეს. ინფორმაცია TV24-ს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.
კვარიათში, ზღვაში გაუჩინარებული 2 ადამიანიდან ერთის ცხედარი გუშინ იპოვეს. მაშველებმა სამძებრო სამუშაოები 27 ივნისს, მას შემდეგ დაიწყეს, რაც უწყებაში 30 წლამდე ქალისა და მამაკაცის ზღვაში გაუჩინარების შესახებ შეტყობინება შევიდა.