ევროსაბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ევროკავშირმა უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის დახმარების გამო, ბელარუსს ახალი სანქციები დაუწესა.
,,საბჭომ დღეს მიიღო შემაკავებელი ზომები ბელარუსის ეკონომიკის მიმართ, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უკანონო, არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ აგრესიულ ომში რეჟიმის ჩართვის გათვალისწინებით. ეს ყოვლისმომცველი ზომები მიზნად ისახავს რუსეთის წინააღმდეგ უკვე მოქმედი რამდენიმე შემაკავებელი ღონისძიების ასახვას და ამით გადაჭრის საკითხს, რომელიც გამომდინარეობს რუსეთისა და ბელარუსის ეკონომიკას შორის არსებული ინტეგრაციის მაღალი ხარისხით," - წერია განცხადებაში.