ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ცნობილია, ვინ ცვლის კაია კალასს ესტონეთის პრემიერ-მინისტრის პოსტზე

ესტონეთის პრემიერ-მინისტრის პოსტზე კაია კალასს კრისტენ მიჰაუ ჩაანაცვლებს. გადაწყვეტილება დღეს, ,,რეფორმების" პარტიის ხელმძღვანელობამ მიიღო.

,,რეფორმების" პარტიის პრესსამსახურის ცნობით, კრისტენ მიჰაუმ პარტიას გამოჩენილი ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

"ესტონელები უნდა იყვნენ დარწმუნებულნი, რომ ჩვენი სახლი და ქვეყანა დაცულია და რომ სახელმწიფო კარგად იმართება. კოალიციური შეთანხმების გადახედვისას უპირობო პრიორიტეტები იქნება სახელმწიფოს დაცვა, ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის გაძლიერება და სახელმწიფო ფინანსების შემდგომი მოწესრიგება. ესტონეთი უნდა იყოს შესანიშნავი ადგილი ბიზნესის კეთების, ცხოვრებისა და ბავშვების აღზრდისთვის, ქვეყანა, რომლითაც შეგიძლიათ იამაყოთ," - განაცხადა კრისტენ მიჰაუმ.