გამოცემა POLITICO წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ევროკავშირის ლიდერები წამყვანი თანამდებობების დასაკავებლად ურსულა ფონ დერ ლაიენის, კაია კალასისა და ანტონიუ კოშტას კანდიდატურებზე შეთანხმდნენ.
გამოცემის ცნობით, გერმანელი პოლიტიკოსის, ურსულა ფონ დერ ლაიენის კანდიდატურა ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტზე ახალი ვადით დაამტკიცეს. საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პოსტს, ჟოზეფ ბორელის ნაცვლად, ესტონეთის პრემიერ-მინისტრი, კაია კალასი დაიკავებს. ევროპული საბჭოს ახალი პრეზიდენტი კი პორტუგალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ანტონიუ კოშტა იქნება, რომელიც აღნიშნულ პოსტზე ბელგიელ პოლიტიკოს, შარლ მიშელს შეცვლის.
კანდიდატებზე მსჯელობდა EU-ის 6 ლიდერი, რომელთა შორის არიან საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი, ასევე, ესპანეთის პრემიერი პედრო სანჩესი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონი და ნიდერლანდების პრემიერი მარკ რუტე.
27 ივნისს, ბრიუსელის სამიტზე, ურსულა ფონ დერ ლაიენის, კაი კალასისა და ანტონიუ კოშტას კანდიდატურები ევროკავშირის წევრი ქვეყნების ყველა ლიდერს წარედგინება.